ისტორიის, ეთნოლოგიის. რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, შეიქმნა 2006 წლის 28 ნოემბერს (რეგისტრაციის მოწმობა - სერია # 002283).
სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებლები: აკად. დავით მუსხელიშვილი, პროფ. თამილა ცაგარეიშვილი, ისტ. მეცნ. დოქტორი. მ. სამსონაძე, ისტ. მეც. დოქტორი კახა კახაძე , ისტ. მეცნ. დოქტორი ალექსანდრე დაუშვილი.
სამეცნიერო ცენტრის გამგეობა: აკად. დავით მუსხელიშვილი (თავმჯდომარე), ისტ. მეცნ. დოქტორი მ. სამსონაძე, ისტ. მეცნ. დოქტორი ალექსანდრე დაუშვილი (საფინანსო-ეკონომიკური ბლოკი).
ცენტრი აერთიანებს 4 აკადემიკოსსა და 45 ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს.
ცენტრის სამეცნიერო ორგანოა ჟურნალი ,,ანალები”.
ცენტრის მიზანია:
1. ისტორიის, ეთნოლოგიის და რელიგიის პრობლემების კვლევა;
2. საქართველოს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებშიმ ისტორიის. ეთნოლოგიისა და რელიგიის შესახებ სამეცნიერო ცოდნის პროპაგანდა;
3.სამეცნიერო კონფერენციების, სესიების, დისკუსიების მოწყობა;
4. სამეცნიერო კრებულების, მონოგრაფიების გამოსაცემად მომზადება;
5. ტურისტული მოგზაურობისათვის ექსკურსია-მძღოლებით უზრუნველყოფა.
6. სამეცნიერო ექსპერტიზა, რეცენზირება და ოპონირება.
|