|
|
დავით ლევანის ძე მუსხელიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების გამგე (1967), საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (1999 - 2006).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარე (2007 - დღემდე).
ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე (2006 -დღემდე).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ნაშრომისათვის ,,საქართველოს ისტორიის ატლასი” (2008).
ჟურნალ ,,ანალების” მთავარი რედაქტორი.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები, საქართველოს არქეოლოგია, ქართველი და კავკასიელი ხალხების ისტორიული ურთიერთობანი ენეოლითიდან მოყოლობელი გვიანი შუასაუკუნეებამდე და სხვ.
გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი მონოგრაფია, წიგნი, ბროშურა, სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. მათ შორის:
1. ციხე -ქალაქი უჯარმა. თბ., ,,მეცნიერება”, 1966.
2.საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. I, თბ., ,,მეცნიერება”, 1977.
3.ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, თბ., ,,მეცნიერება”, 1978.
4. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. II, თბ., ,,მეცნიერება”, 1977.
5.Из исторической географиивосточной Грузии. Тб. "Мецниереба" , 1982.
6. ქიზიყის ძველი ისტორია, თბ., 1997.
7. საქართველოს ისტორიის ატლასი (თანაავტორები: დ. ბერძენიშვილი, ჯ. გვასალია და სხვ.).
8. საქართველო IY-YIII საუკუნეებში. თბ., ,,მემატიანე”, 2003.
9. საქართველოს მოკლე ისტორია, თბ., 2008.
|
|