ჩვენს შესახებ

       ცენტრის საქმიანობა (ქრონოლოგია): 

2021 – თებერვალი. გგამომცემლობა "არტანუჯი" ამზადებს კაპიტალური ნაშრომის "კავკასიის ისტორია" (ნარკვევები), I-II ტტ. გგამოცემას. მთავარი რედაქტორი: აკად. რ. მეტრეველი. წიგნის ავტორთა შორის არიან ცენტრის თანამშრომლები: გ. ჭეიშვილი, ო. ჯანელიძე, ა. დაუშვილი.

2020 – დეკემბერი, დაიბეჭდა სამეცნიერო ცენტრის პერიოდული ჟურნალი "ანალები" # 16. "უნივერსალი".

2020 - ივლისი. გგამოქვეყნდა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, პროფ. ალ. დაუშვილის მონოგრაფია "კოლმეურნეობა საქართველოში", 390 გვ. "მწიგნობარი".

2020 – იანვარი გამომცემლობამ "პალიტრა ლ” გამოსცა "საქართველოს ისტორია" (ოთტომეული), განახლებული ვერსია, მთავარი რედაქტორი აკად. რ. მეტრეველი. III და IV ტტ. ტომის ავტორ-რედაქტორები ცენტრის თანამშრომლები: გ. ოთხმეზური, ალ. დაუშვილი.

2019 – დეკემბერი. დაიბეჭდა სამეცნიერო ცენტრის პერიოდული ჟურნალი "ანალები" # 15. "უნივერსალი".

2019 – სექტემბერ-ოქტომბერი. გამომცემლობამ "პალიტრა ლ” გამოსცა "საქართველოს ისტორია" (ოთტომეული), განახლებული ვერსია, მთავარი რედაქტორი აკად. რ. მეტრეველი. I და II ტტ. ტომის ავტორ-რედაქტორები ცენტრის თანამშრომლები: აკად. დ. მუსხელიშვილი, გ. ოთხმეზური.

2019 – იანვარი. დდასრულდა კაპიტალური ნაშრომი "კავკასიის ისტორია" (ნარკვევები), I-II ტტ. გმთავარი რედაქტორი: აკად. რ. მეტრეველი. წიგნის ავტორთა შორის არიან ცენტრის თანამშრომლები: გ. ჭეიშვილი, ო. ჯანელიძე, ა. დაუშვილი.

2018 წლის 23-26 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა გერმანელი, ავსტრიელი და ქართველი საზოგადოებათმცოდნეების საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "განათლება – ვისი პასუხისმებლობაა ეს?". კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა სამეცნიერო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ პროფ. ა. დაუშვილმა "განათლება საქართველოში: ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისაკენ".

2018 წლის 13 ნოემბერს თელავში, სახელმწიფო უნიტვერსიტეტის დარბაზში გაიმართა სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლის, პროფ. ოთარ ჯანელიძის  მიერ ბოლო დროს გამოცემული წიგნების წარდგინება.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თელავის სამეცნიერო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. სიტყვით გამოვიდა სამეცნიერო ცენტრის გაიმგეობის თავმჯდომარის მოადგილე პროფ. ალ. დაუშვილი.

2018 წ. 19 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდ დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის,  ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის აკად. დავით მუსხელიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი  საიუბილეო სხდომა. სიტყვებით გამოვიდნენ:  ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), აკად. რ მეტრეველი, აკად. ნ. ხაზარაძე, აკად. ზ. ალექსიძე, პროფ. გ. გრიგოლია, დოქტორი  მ. ხიდაშელი, პროფ. ვ. ვაშაკიძე, პროფ. ზ პაპასკირი, პროფ. ა. დაუშვილი.

2018 წ. 26-29 სექტემბერს სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს  II საერთაშორისო  ქართველოლოგიური კოგრესის მუშაობაში, რომელიც მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაარსების 100 წლისთავს. მოხსენებები წაიკითხეს: აკად. დავით მუსხელიშვილმა, აკად. ნანა ხაზარაძემ, აკად. წ.-კ. ლია მელიქიშვილმა, პროფ. ალექსანდრე დაუშვილმა.

2018 წ. 25-26 მაისს ერევანში საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც მიეძღვნა სომხეთის I რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორთან გ. ჭეიშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ალ. დაუშვილი. მან სიმპოზიუმზე ქართულ ენაზე  წაიკითხა მოხსენება თემაზე: "ამიერკავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და რუსეთის ბოლშევიკური პრესა".

2018 წ.  14 მაისს საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის დარბაზში ჩატარდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით გამოცემული კოლექტიური მონოგრაფიის: "ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და განვითარების პერსპექტივები (კახეთის რეგიონის ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა)" წარდგინება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აკად. რ. მეტრეველი, აკად. ნ. ხაზარაძე, აკად. ა. არაბული, აკად. წ.კ. ლ. მელიქიშვილი , შ. რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და საისტორიო საზოგადოების წარმომადგენლები. მონოგრაფიის ავტორებმა მ. ბურდულმა, ა. დაუშვილმა, ლ. მღებრიშვილმა და ნ. ჯალაბაძემ საზოგადოების წარუდგინეს  კვლევის ძირითადი შედეგები, გაიმართა დისკუსია.

2018 წ.  13 თებერვალი. სამეცნიერო ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს  ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკად. დ. მუსხელიშვილი, პროფ. ა. დაუშვილი, პროფ. მ. ბურდული, დოქტორი ლ. მღებრიშვილი და სხვ. მოხსენება თემაზე: "მწყემსი კეთილი" და ჭირვეული მრევლი" - წაიკითხა პროფ. ა. დაუშვილმა.

2017 წ. 17 დეკემბერი – სამეცნიერო ცენტრმა, კავკასიის ხალხთა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან ერთად,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დარბაზში მოაწყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქართულ-ოსური ურთიერთობის პერსპექტივა ყაზბეგის რაიონში" წარდგინება. განიხილეს გრანტით შესრულებული ორი მონოგრაფია: ლ. ჯანიაშვილის "ოსთა საკითხი ყაზბეგის რაიონში" და ნ. ჯალაბაძის "ყაზბეგის რაიონის ოსები ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში". წარდგინებას დაესწრნენ: აკად. რ. მტრეველი, აკად, ნ. ხაზარაძე, აკად. წ.-კ. ლ. მელიქიშვილი, შ. რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და საისტორიო საზოგადოების წარმომადგენლები.

2017.  ივნისი – მომზადდა სამეცნიერო ცენტრის პერიოდული ჟურნალის “ანალები” მორიგი, #13. მიმდინარეობს რედაქტირება. ჟურნალი გამოვა სექტემბრის ბოლოს.

2017. 24 აპრილი. სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ჩატარება გათვალისწინებული იყო შოთა რუსათველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის გეგმით. კონფერენციაში მოხსენებები წაიკითხეს: პროფ. მ. ბურდულმა, პროფ. ალ. დაუშვილმა, დოქტორებმა: ნ. ჯალაბაძემ და ლ. მღებრიშვილმა.

2017. აპრილი. სამეცნიერო მივლინება  ლაგოდეხის რაიონში 20.03. 2017 – 13.04. 2017). გრძელდება მუშაობა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტზე: “ქართული ტრადიციული სოფელი და მისი განვითარების პერსპექტივები”  (კახეთის რეგიონის ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა). მონაწილეობდნენ: საგრანტო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფ. მ. ბურდული, ჯგუფის წევრები: ნ. ჯალაბაძე ლ. მღებრიშვილი, ა. დაუშვილი. შეგროვდა საველე-ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ინახება  სამეცნიერო ცენტრის არქივში.

2017, თებერვალი. სამეცნიერო მივლინება  ყვარლის რაიონში 13.02.2017 – 9. 03. 2017). გრძელდება მუშაობა  შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფნდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტზე: “ქართული ტრადიციული სოფელი და მისი განვითარების პერსპექტივები” (კახეთის რეგიონის ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა). მონაწილეობედნენ: საგრანტო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფ. მ. ბურდული, ჯგუფის წევრები: ნ. ჯალაბაძე ლ. მღებრიშვილი, ა. დაუშვილი. შეგროვდა საველე-ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ინახება  სამეცნიერო ცენტრის არქივში.

2016. 14 ნოემბერი. შედგა საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის გბყ აფართოებული შემაჯამებელი სხდომა, სადაც მოისმინეს ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის 10 წლის მანძიელზე ჩატარებული მუშაობის ანგარიში. სიტყვაში გამოვიდნენ: აკად. დ. მუსხელიშვილი, აკად. ნ. ხაზარაძე, აკად. წ-კ. ლ. მელიქიშვილი, პროფ. ა. დაუშვილი და სხვ. სამეცნიერო ცენტრის მუშობა შეფასდა დადებითად.

2016.  სექტემბერი. გამომცემლობა “პალიტრა  L”-მა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე  გამოსცა სამეცნიერო ცენტრის მიერ ქართულ ენაზე მომზადებული   კაპიტალური  ნაშრომი “ქართველები” (მთავარი რედაქტორები ლ. მელიქიშვილი და ლ. ბერიაშვილი).

2016. 4 ოქტომბერი. საქართველოს მწერალთა სახლის სააქტო დარაბაზში ჩატარდა სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელთა დიდი ჯგუფის მიერ ქართულ ენაზე მომზადებული და გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ დაბეჭდილი კაპიტალური ნაშრომის “ქართველები”-ს წარდგინება. ღონისძიებას დაესწრნენ საისტორიო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტი ახალგაზრდობა. სიტყვით გამოვიდნენ: აკად დ. მუსხელიშვილი, აკად. ნ. ხაზარაძე, აკად. რ. მეტრეველი, აკად. წ.კ. ლ. მელიქიშვილი,  პროფ. ლ. ბერიაშვილი, პროფ. ალ. დაუშვილი.

2016. აგვისტო. სამეცნიერო მივლინება სიღნაღის რაიონში (17. 07 2016-5. 09. 20160). გრძელდება მუშაობა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტზე: “ქართული ტრადიციული სოფელი და მისი განვითარების პერსპექტივები” (კახეთის რეგიონის ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა). მონაწილეობედნენ: საგრანტო ჯგუფის ეხელმძღვანელი პროფ. მ. ბურდული, ჯგუფის წევრები: ნ. ჯალაბაძე ლ. მღებრიშვილი ა. დაუშვილი. შეგროვდა საველე-ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ინახება  სამეცნიერო ცენტრის არქივში.

2016. ივლისი. სამეცნიერო ცენტრში მომზადდა პროექტი: “კავკასიის  ისტორია”. პროექტი ითვალისწინებს კავკასიის რეგიონში მცხოვრები ხალხებისა და მათი სახელმწიფოების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარების შესახებ ნაშრომის მომზადებას  უძველესი დროიდან დღემდე.  პროექტის შესმსრულებლები: აკად. რ. მეტრეველი, აკად. ზ. ალექსიძე, პროფესორები: ვ. გურული, ო. ჟორდანია, ე. კვიციანი, ა. დაუშვილი,  ვ. ვაშაკიეძე, გ. ჭეიშვილი. პროექტი მოიწონა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურმა საბჭომ და მიიღო სპეციალური დადგენილება. პროექტი უნდა განხორციელდეს 2017-2018 წწ.

2016. თებერვალი. სამეცნიერო მივლინება  თელავის რაიონში (1.02 2016. – 14. 03. 7.04. 2016). გრძელდება მუშაობა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტზე: “ქართული ტრადიციული სოფელი და მისი განვითარების პერსპექტივები” (კახეთის რეგიონის ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა). მონაწილეობედნენ: საგრანტო ჯგუფის ეხელმძღვანელი პროფ. მ. ბურდული, ჯგუფის წევრები: ნ. ჯალაბაძე ლ. მღებრიშვილი ა. დაუშვილი. შეგროვდა შეგროვდა საველე-ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ინახება  სამეცნიერო ცენტრის არქივში.

2016 მარტი – გამომცემლობა "უნივერსალმა" გამოსცა "მაგტიკომის" გრანტით შესრულებული ნაშრომი - "ქართველი ერის კონსოლიდაციის ეტაპები და თავისებურებები უხსოვარი დროიდან დღემდე" (ავტორები: აკად. დავით მუსხელიშვილი, დოქტორი გიორგი ჭეიშვილი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი). 703 გვერდი.

დაიბეჭდა ჟურნალი "ანალები" # 12.

სამეცნიერო ცენტრმა: აკად. დავით მუსხელიშვილმა, გიორგი ჭეიშვილმა და ალექსანედრე დაუშვილმა მოიპოვეს "მაგთიკომის" გრანტი თემისათვის ქართველი ერის კოსოლიდაციის ეტაპები და თავისებურებები უხსოვარი დროიდან დღემდე";

სამეცნიერო ცენტრის ეთნოგრაფთა ჯგუფმა (პროფ. მ. ბურდული, პროფ. ა. დაუშვილი, დოქტორები ნ. ჯალაბაძე და ლ. მღებრიშვილმა) მოიპოვეს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი "ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები (კახეთის რეგიონის ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა";

სამეცნიერო ცენტრის მიერ მომზადებული კაპიტალური ნაშრომი რუსულ ენაზე _ ქართველები (Грузины) (ნაშრომი მოამზადა ისტორიკოსებისა და ეთნოლოგების დიდმა ჯგუფმა. მათ შორის არიან: აკად. დ. მუსხელიშვილი, აკად. თ. გამყრელიძე, აკად. წ.კ. ლ. მელიქიშვილი, პროფ.: მ. ნათმელაძე, ვ. ითონიშვილი, ალ. დაუშვილი, თ. ცაგარეიშვილი და სხვები.), დაბეჭდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა "Наука"-მ. წიგნის რედაქტორები არიან: პროფ. ლიანა ბერიაშვილი, აკად. ლიანა მელიქიშვილი და პროფ. ლუდმილა სოლოვიოვა. ნაშრომი მომზადდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიკლუხო მაკლაის სახელობის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტთან (დირექტორი აკად. ვ. ტიშკოვი) თანამშრომლობის საფუძველზე. ნაშრომი დეტალურად ასახავს ქართველების ეთნიკურ და პოლიტიკურ ისტორიას, დამწერლობას, მატერიალურ ყოფას, მეურნეობრიობის ყველა დარგს, ხელოსნობასა და წვრილ წარმოებას, ოჯახსა და საოჯახო ყოფას, საოჯახო ისტორიულ და ეთნოლოგიურ ურთიერთობებს, ქართველთა რელიგიოზურ წარმოდგენებს და ძირითად მიმართულებებს, სულიერი კულტურის თავისებურებებს, ფოლკლორს, ქორეოგრაფიას, სახალხო მედიცინას, სპეციალურად ჩერდებიან ავტორები ქართულ ლიტერატურაზე, სახვით ხელოვნებაზე, თეატრზე, კინოზე, და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

ივლის-აგვისტოს მოეწყო სამეცნიერო მივლინება ახმეტის რაიონში (მონაწილეობდნენ: პროფ. მ. ბურდული, ლ. მღებრიშვილი, ნ. ჯალაბაძე, ა. დაუშვილი). მათ შეისწავლეს რაიონის სოფლეში ტრადიციულიი სამეცრნეო ყოფა და მისი განვითარების პერსპექტივები.

ამერიკაში, ინგლისურ ენაზე გამომცემლობა "ნოვამ" დაბეჭდა აკად. დავით მუსხელიშვილის რედაქტორობით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის: "შემობრუნება სულიერებისაკენ" (“Returning to Spirituality”) მასალები, რომლებშიც არის მოხსენებები აკდ. დ. მუსხელიშვილის, პროფ. ა. დაუშვილის, პროფ. თ. იველაშვილის, დოქტორ გ. ჭეიშვილის და სხვ.

ამერიკაში, ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა გამომცემლობა "ნოვამ" პროფ. ალ. დაუშვილის რედაქტორობით წიგნი "რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი" (The Georgian-Russian War of August 2008”).

2015 წლის 22 დეკემბერს კომისიის ორგანიზებით ჩატარდა ეთნოლოგთა სამეცნიერო კონფერენცი რომელიც მიეძღვნა სამონასტრო ცხოვრების, მისი ისტორიისა და ეთნოლორგიის აქტუალურ საკითხებს. მოხსენებები წაიკითხეს :პროფ. მ. ბურდულმა, პროფ. ნ. ღამბაშიძემ, პროფ. ნ. აზიკურმა, პროფ. ა. დაუშვილმა.

დაიბეჭდა ისტორიკოსთა გაერთიანების ჟურნალი "ანალები" 2015 წ. 11 ნომერი.

2015 წლის 21-22 ნოემებერს გერმანიაში, მიუნხენთან ახლოს მდებარე შაიერნის მონასტერში ჩატარდა ქართულ-გერმანული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ქრისტიანობა და ევროპული ცივილიზაცია", სადაც მოხსენება წაიკითხა ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგეილემ ალ. დაუშვილმა თემაზე "დაშორება უფალთან – გზა სულიერი დეგარადაციისაკენ".

28-29 იანვარი – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან ერთად ჩატარდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო სემინარი "ბიბლიური ფასეულობები და თანამედროვეობა", მასში მონაწილეობდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელები, გერმანიიდან ჩამოსული პროფესორები, აკად. დ. მუსხელიშვილი, პროფ. ა. დაუშვილი, პროფ. მ. ბურდული.

8 დეკემბერს ჩატარდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. წაიკითხულია 13 მოხსენება (სიტყვით გამოვიდნენ: აკად. დ. მუსხელიშვილი, აკად. წ.კორესპონდენტი ლ. მელიქიშვილი, დოქტორი ნ. მინდაძე, პროფ. კ. მაჩაბელი, დოქტორი გ. ჩიქოვანი და სხვ.)

2014 წლის ზაფხულში ცენტრმა მოაწყო სამეცნიერო კონფერენცია "2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი (ისტორიული გაკვეთილები)". მოხსენებები წაიკითხეს: პროფ. უ. ბლუაშვილმა, პროფ, ა. დაუშვილმა, პროფ. დ. ჯოჯუამ, პროფ. მ. ბურდულმა, გენერალმა გ. ყარყარაშვილმა. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა. მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკის გამომცემლობა "ნოვასთან" ამ მასალების ინგლისური ვერსიის ამერიკაში გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან ერთად 2014 წლის მაისში V საერთაშორისო სიმპოზიუმის - "ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში" - მომზადებასა და განხორციელებაში (მოხსენებებით გამოვიდნენ: აკად. დ. მუსხელიშვილი, პროფ. ა.დაუშვილი, პროფ. მ. ბურდული, დოქტორი ლ. მღებრიშვილი).

ორგანიზაციის წევრების (აკად. დ. მუსხელიშვილი, მ. სამსონაძე, მ. ნათმელაძე, ნ. ლომოურის, ო. ჯანელიძე და სხვ.) აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ამერიკის ნიუ_იორკის გამომცემლობა "ნოვაში" «Некоторые вопросы грузино-русских взаимоотношений в современной историографии» - Certain Aspects of Georgian-Russian Relations in Modern Historiography.

მომზადდა და გამოიცა საისტორიო კრებული "ანალები", #10.

წლის განმავლობაში კიდევ ორჯერ დაიბეჭდა "საქართველოს ისტორიის" ერთტომეული (გამომცემლობა "გუმბათი").

23 დეკემბერს ჩატარდა ნიკოლას ვიტსენის წიგნის "ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ტარტარეთის" საქართველოს შესახებ მასალის პუბლიკაციასთან დაკავშირებული წარდგინება (მთარგმნელები არჩილ და ნინო ჯავახაძეები), რომელსაც დაესწრნენ ნიდერლანედების სამეფოს ელჩი ბატონი ჰანს ჰოლბახი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი თ. ნანეიშვილი, სამეცნიერო საზოგადოებიობის წარმომადგენლები.

6 დეკემბერს ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან ერთად ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი, წაკითხულია 5 მოხსენება.

სექტემბერი. დაიბეჭდა სამეცნიერო ცენტრის ჟურნალი "ანალები" #9;

წლის განმავლობაში ორჯერ დაიბეჭდა "საქართველოს ისტორიის" ერთტომეული, გამომცემლობა "გუმბათი";

ინგლისურად ითარგმნა, რედაქტირება გაუკეთდა და აშშ "ნოვა პუბლიშერში" გამოსაცემად გაიგზავნა კრებულის «Некоторые вопросы грузино-русских взаимоотношений в современной историографии», რომელიც 2010 წელს თბილისში დაიბეჭდა, ინგლისური ვერსია.

დასრულდა მუშაობა კაპიტალურ ნაშრომზე "ქართველები" (ნაშრომი მოამზადა სამეცნიერო ცენტრის 40-მდე თანამშრომელმა).

2013 წლის 1 მაისი – ქართველი ისტორიკოსების საინიციატივო ჯგუფი (აკად. დ. მუსხელიშვილი, აკად. ნ. ხაზარაძე, აკად წ/კ ლ. მელიქიშვილი, პროფესორები მ.სამსონაძე, ა. დაუშვილი, ლ. ჯანიაშვილი) შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ბატონ დ. ზურაბაშვილს. შედგა საუბარი საქართველოში საისტორიო მეცნიერების განვითარების გადაუდებელ საკითხებზე.

2013 წლის 10 აპრილი – სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი აკად. დ. მუსხელიშვილი საქმიან წერილს უგზავნის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ საქასრთველოს ისტორიის ფალსიფიკაციის ტენდენციის გაძლიერებასთან დაკავშირებით და სთავაზობს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმას.

2013 წლის 11 იანვარი – ქართველი ისტორიკოსების მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ გ. მარგველაშვილს საისტორიო მეცნიერებაში შექმნილი მდგომარეობის რადიკალური გამოსწორების მიზნით.მემორანდუმს ხელს აწერენ: აკად. მ. ლორთქიფანიძე, აკად. დ. მუსხელიშვილი, აკად. Nნ. ხაზარაძე, აკად. ო. ჯაფარიძე, აკად. წ/კ ლ. მელიქიშვილი, პროფ. ვ. ითონიშვილი, ა. დაუშვილი, მ. სამსონაძე და სხვ. (სულ 36 მეცნიერი).

2012 წლის 14-15 დეკემბერი – სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა: აკად. დ. მუსხელიშვილმა, პროფესორებმა: ა. დაუშვილმა, ვ. ითონიშვილმა, თ. იველაშვილმა, გ. ჭეიშვილმა წაიკითხეს მოხსენებები საერთაშორისო სიმპოზიუმზე|: “შემობრუნება სულიერებისაკენ” (თბილისი 2012), რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 85 წლისთავს.

2012 წლის 21 ნოემბერი – ქართველი საზოგადოებათმცოდნეების (ისტორიკოსების, დემოგრაფების, პოლიტოლოგების, ენათმეცნიერების, ფილოსოფოსების, ფილოლოგების) შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოში საზოგადოებათმცოდნეობის სავალალო მდგონარეობისა და მისი რადიკალური გამჯობესების გზების შესახებ. დამტკიცდა კოლექტიური წერილი, რომელიც გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა კომისიის თავმჯდომარეს აკად. ვანო კიღურაძეს. წერილს ხელს აწერენ: აკად. დ. მუსხელიშვილი, პროფ. ა. სულაბერიძე, პროფ. მ. მაცაბერიძე, პროფ. ი. იმედაძე, პროფ. გ. გოგიაშვილი, პროფ. მ. სამსონაძე, პროფ. ა. დაუშვილი და სხვ.

2012 წლის ნოემბერი - გამოქვეყნდა “საქართველოს ისტორია” ("ერთტომეული") დავით მუსხელიშვილი, მიხეილ სამსონაძე, ალექსანდრე დაუშვილი. ქართულ ენაზე, გამომცემლობა "გუმბათი".

2012 წლის ოქტომბერი - გამოქვეყნდა საქართველოს ისტორია ("ერთტომეული") დავით მუსხელიშვილი, მიხეილ სამსონაძე, ალექსანდრე დაუშვილი ინგლისური ენაზე, გამომცემლობა "ნოვა" (აშშ);

2012 წლის 13 ივნისი - დენიზა სუმბაძის წიგნის "გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება ქართველი ერის შესახებ" განხილვა.

2012 წლის 30 მაისი – პროფ. თ. მგალობლიშვილის მოხსენება თემაზე "მცხეთა – მეორე იერუსალიმი".

2012 წლის 26 მაისი _ თბილისის წიგნის ბაზრობაზე შედგა "საქართველოს ისტორიის" ("ოთხტომეული", მთ. რედაქტორი მ. ლორთქიფანიძე) პრეზენტაცია. ავტორებს წარმოადგენდა პროფ. ალ. დაუშვილი.

2012 წლის 8 მაისი - სამეცნიერო ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყრდების 35 და დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაში (სიტყვებით გამოვიდნენ აკად. დ. მუსხელიშვილი, აკად. რ. მეტრეველი და სხვ.

2012 წლის 30 აპრილი – სამეცნიერო-კონფერენცია "ეკლესია და ოჯახი" (ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან ერთად);

2012 წლის 25 აპრილი – სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი საქართველო – აშშ შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავისადმი. წაკითხულია 6 მოხსენება; "

2012 წლის 28 მარტი – ედიშერ გვენეტაძისა და ზაზა კალანდიას დოკუმენტების კრებულის "საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტური მასალები" .წიგნი I და წიგნი II _ განხილვა-პრეზენტაცია (საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრასთან ერთად);

2012 წლის 21 მარტი - წიგნის "ბარონი დე ბაი საქართველოში" (თარგმნა, შესავალი და კომენტარები – ლეილა მაღრაძის; გამომცემლობა "არტანუჯი", 2011) განხილვა-პრეზენტაცია;

2012 წლის 28 თებერვალი – მანანა ხომერიკის წიგნის "იმერეთის სამეფოს გაუქმება. 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები" ("უნივერსალი", 2012) განხილვა პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში.

2011 წლის 23 დეკემბერი - მოეწყო ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის დაარსებიდან 5 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ანგარიში წარმოადგინა სამეცნიერო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ აკად. დავით მუსხელიშვილმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: მიტროპოლიტმა დანიელმა, აკად. როინ მეტრეველმა, კავკასიის ხალხთა საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლია მელიქიშვილმა, ექვთიმე თააყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარემ ნანა ხაზარაძემ და სხვ. მოსალოცი დეპეშები მოვიდა აშშ, შვედეთიდან, მოსკოვიდან, ნიქოზიიდან. ღონისძიება გააშუქა საპატრიარქოს ტელევიზიამ, მას გამოეხმაურა მასმედია.

2011 წლის 25 ნოემბერი – საქართველოს ილია ჭავაჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციამ მოაწყო სამეცნიერო ცეტრის მიერ საქართველოს ისტორიის ფალსიფიკატორთა წინააღმდეგ მიმართული კრებულების: Некоторые вопросы истории Грузии в армянской историографии» (2009 წ.). «Некоторые вопросы истории осетин Шида Картли», «Некоторые вопросы истории Грузии в россииской историографии» (2010), განხილვა.

2011 წლის ნოემბერი – სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელთა გამოკვლევას "საქართველოს ისტორია ტოპონიმიაში" (წიგნი I და II) ავტორები აკად. დავით მუსხელიშვილი, პროფ. დევი ბერძენიშვილი (სიკვდილის შემდეგ), პროფ. მზია სურგულაძე, გიორგი ჭეიშვილი, მარინე კანდელაკი - საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.

2011 წლის აგვისტო – სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გადიოდა (პროფ. ალ. დაუშვილთან) აშშ პენსილვანიის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დოქტორანტი კლერ პოგ კაიზერი.

2011 წლის 27 აპრილი – თვალსაჩინო ქართველი ისტორიკოსის პროფ. ნანა ხაზარაძისადმი მიძღვნილი საიბუილეო საღამო. სი ტყვით გამოვიდნენ: აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, მიხეილ სამსონაძე და სხვ.

2011 წლის 20 აპრილი – გაფორმდა ხელშეკრულება "გამომცემლობა პალიტრა L"-ის ხელმძღვანელობასთან ნაშრომის "საქართველოს ისტორია" (4 ტომეული) გამოცემის შესახებ. ოთხტომეულის რედაქტორია აკად. მარიამ ლორთქიფანიძე. ავტორები: აკადემიკოსები.: გ. მელიქიშვილი, ა. აფაქიძე, მ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, ო. ჯაფარიძე; პროფესორები: ა. ბენდიანიშვილი, მ. სამსონაძე, ნათმელაძე, ნ. ასათიანი, მ. სამსონაძე, გ. ოთხმეზური, ა. დაუშვილი.

2011 წლის 30 მარტი – წიგნების "საქართველო XX საუკუნის 90-იანი წლები. ქრონიკები"(წიგნი I და წიგნი II) პრეზენტაცია. ესწრებოდნენ სტუმრები: საქართველოს ტრადიციონალისტთა პარტიის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, საქართველოს სახალხო ფრონტის თვამჯდომარე ნოდარ ნათაძე, პარტია "ახალი მემარჯ;ვენეების" დელეგაცია ქალბატონ მანანა ნაჭყებიას მეთაურობით, პარტია "თავისუფალი დემოკრატები" წარმომადგენელი ბატონი ზაზა გოქსაძე და სხვ. მოხსენებებით გამოვიდნენ: აკად. დავით მუსხელიშვიდი, პროფ. ნოდარ ნათაძე, ოთარ ჯანელიძე, ნათელა ვაჩნაძე, პროფ. დიმიტრი შველიძე, პროფ. მიხეილ სამსონაძე, პროფ. ალექსანედრე დაუშვილი და სხვ. ღონისძიება გააშუქა ტელეკომპანიამ "რუსთავი 2" და საპატრნიარქოს ტელევიზიამ, მას გამოეხმაურა მასმედია.

2011 წლის 23 თებერვალი – კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის კომისიასთან ერთად ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "მრავალეთნიკური ქვემო ქართლი და სოციალური უსაფრთხოება – ისტორია და თანამედროვეობა" მოეწყო საკითხისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. მოხსენებებით გამოვიდნენ: აკადმიის წ.კ. ლია მელიქიშვილი, პროფესორები: ლავრენტი ჯანიაშვილი, ნათია ჯალაბაძე, მაკა ხარშილაძე, გიორგი გოცირიძე და სხვ.

2011 წლის 11 იანვარი - საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოებასთან ერთად _ თვალსაჩინო ქართველი ისტორიკოსის პროფ. ნოდარ ასათიანის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. სიტყვით გამოვიდნენ: აკად. მარიამ ლორთქიფანიძე აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი, პროფ. ოთარ ჯანელიძე, პროფ. ნათელა ვაჩნაძე, პროფ. დურმიშხან ცინცაძე და სხვ.

2010 წლის 19 დეკემბერი – დამსახურებული ქართველი ისტორიკოსის პროფ. გივი ჯამბურიას დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. სიტყვებით გამოვიდნენ: აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. ოთარ ჯაფარიძე, პროფ. მიხეილ სამსონაძე, პროფ. ნოდარ ასათიანი და სხვ.

2010 წლის 10 ოქტომბერი – ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგ ლევან მუსხელიშვილის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. მოგონებებით გამოვიდნენ: აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, პროფ. ნანა ხაზარაძე, პროფ. გივი ჯამბურია, პროფ. ჯუმბერ კოპალიანი და სხვები.

2010 წლის 19 ივლისი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ჯუმბერ ოდიშელის წიგნის "ისტორიულ-პუბლიცისტური  ნარკვევების" განხილვა-წარდგინება.  მონაწილეობდნენ საქართველორს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკად. თ. გამყრელიძე, აკად. მ. ლორთქიფანიძე, აკად. დ. მუსხელიშვილი, პროფ. ნ. ხაზარაძე, პროფ. მ. სამსონაძე და სხვ.

"

2010 წლის 30 ივნისი – გიორგი  გიგაურის ნაშრომის  "ფარული ნიშნები"; განხილვა-პრეზენტაცია. დისკუსიაში მონაწილეობდდნენ პროფ. ნ. ხაზარაძე, პროფ. ა. არაბული, აკად. მ. ქურდიანი და სხვ. 

2010 წლის 31 მარტი -  "სადემონსტრაციო დღე". სოციალური უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში (ეთნოუმცირესობა ქვემო ქართლის მაგალითზე) – მომხსენებელი  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წ.-კ. ლია მელიქიშვილი.

2010 წლის 27 იანვარი -  თვალსაჩინო ქართველი ისტორიკოსის, პროფესორ მაყვალა ნათმელაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი  მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. იუბილარს  მიულოცეს: აკად. მ. ლორთქიფანიძემ, აკად, დ. მუსხელიშვილმა, პროფ. ნანა ხაზარაძემ, პროფ. თ. პაპუაშვილმა, პროფ. ე. კუპატაძემ, პროფ. მ. სამსონაძემ და სხვ.

2010 წლის 14 დეკემბერი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის დევი ბერძენიშვილის დაბადებიდან  75 წლისთავისადმი მიღვნილი სამეცნიერო სესია და მისი ბოლო წიგნის "ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე" პრეზენტაცია. მოხსენებით გამოვიდა 2 კაცი, მოგონებით – 7.

2009 წლის 25 ნოემბერი - პროფ. რუსუდან ხარაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია. მოხსენებით გამოვიდა 2 კაცი, მოგონებებით -7.

2009 წლის 30 სექტემბერი – სამეცნიერო სესია მიძღვნილი პროფ. ლევან თოიძის 80 წლისთავისადმი. მოხსენება წაიკითხა 8 მომხსენებელმა. (მასალები დაიბეჭდა)

2009 წლის  30  აპრილი -  დისკუსია ,,ორმხრივი უარყოფითი სტერეოტიპი - ქსენოფობიის საფუძვაელი ანუ სახელმწიფოებრივი ეთიკის კრიზისი” (მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წ/კ  ლია მელიქიშვილი)

 2009 წლის 8  აპრილი -    რუსთაველის ფონდით გრანიტით შესასრულებელი  ნაშრომის ,,საქართველოს ისტორია ტოპონიმიაში”   (ხელმძღვანელი  აკად. დ. მუსხელიშვილი) მიმდინარეობა-შესრულების  მდგომარეობის შეფასება ე.წ. ,,სადემონტრაციო დღე”  (განხილვაში მონაწილეობდა   7   მომხსენებელი).

 2009 წლის 25 მარტი -  საქართველოს დამფუძნებელი კრების მუშაობის დაწყების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია (თანამონაწილეები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის. არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისია, სსიპ პოლიტიოლოგიის ინსტიტუტი) (მოხსენება წაიკითხა 4 კაცმა).

 2008 წ. 30 დეკემბერი - სამეცნიერო ცენტრმა დააფუძნა საქართველოს ისტორიის შესახებ არამეცნიერული ინფორმაციის მოძიებისა და მასზე დროული რეაგირების  სამეცნიერო ჯგუფი (ინფორმჯგუფი). 

 2008 წლის 25 დეკემბერი - მ. ნათმელაძის, ა. დაუშვილის, მ. ჯაფარიძის, კ. წენგუაშვილის წიგნის: ,,საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებისა და განმტკიცების თავისებურებანი” პრეზენტაცია.

 2008  წლის 17 ოქტომბერი - აკად. დავით მუსხელიშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო საიუბილეო სესია (წაკითხულია 2 მოხსენება, მოგონებით გამოვიდა  10 კაცი).

 2008 წლის 25 ივნისი - მანანა შილაკაძის მონოგრაფიის  ,,ტრადიციული სამუსიკო საკრავები და ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი” - განხილვა-პრეზენტაცია (წაკითხულია 4 მოხსენება)

 2008 წლის  28 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია ( წაკითხულია 5 მოხსენება).

 2008 წლის 28 მარტი - რუსთაველის ფონდის გრანტით შესრულებული ნაშრომის ,,საქართველოში რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის ისტორიის ნარკვევები, წიგნი I” განიხილვა-პრეზენტაცია (თანამონაწილეები: საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია, სსიპ პოლოტიოლოგიის ინსტიტუტი)

 2007 წლის 14-15 დეკემბერი - ხრესილის ბრძოლის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი  გასვლითი სამეცნიერო სესია ხრესილში ( წაკითხულია 6 მოხსენება)

 2007 წლის 23 ნოემბერი - ალექსანდრე რობაქიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო საიუბილეო  სესია (წაკითხულია 3 მოხსენება, მოგონებით გამოვიდა  9 კაცი).

 2007 წლის  15-16 მაისი - წმ. ილია მართლის დაბადების 170, მოწამეობრივი აღსრულების 100 დაწაკითხულია 13 მოხსენება).

 ცენტრი აერთიანებს 4 აკადემიკოსს,  45 ისტორიის  მეცნიერებათა დოქტორს.

         ცენტრის წევრები:

 ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შენსწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელთა სია

1. აკად. დავით მუსხელიშვილი
2. აკად. როინ მეტრეველი
3. თამილა ცაგარეიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
4. ალექსანდრე დაუშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
5. გურამ მაისურაძე- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
6. ნათელა ვაჩნაძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
7. ნანული მაისურაძე- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
8. ვალერიან ითონიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
9. თინა იველაშვილი- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
10. ოთარ ჯანელიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
11. ნესტან სულავა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
12. ლამარა ეძგვერაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
13. ჩიქოვანი გულდამ - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
14. წენგუაშვილი კობა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
15. მედეა გოგოლაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
16. მაია ჯაფარიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
17. მანანა ხომერიკი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
18. მარიამ ილურიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
19. ნინო შიოლაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
20. ლალი მღებრიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
21. მედეა ბურდული - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
22. ბიძინა ნანობაშვილი- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
23. ზვიად კობახიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
24. თამარ შარაბიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
25. ქეთევან ნაკაშიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
26. ნანა არბოლიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
27. კახა კახაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
28. ირმა კეცხოველი- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
29. ციალა კიღურაძე
30. გურანდა ფხაკაძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
31. ნანა ბენაშვილი
32. ნინო ღამბაშიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
33. ნათელა მირიანაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

2011-2021 © analebi.ge . ყველა უფლება დაცულია.