მიხეილ მიხეილის ძე სამსონაძე  - ისტორიის მეცნიერებათვა დოქტორი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომითი კოლექტივების ისტორიის განყოფილების გამგე (1985 - 2002), ამავე ინსტიტუტის უახლესი ისტორიის განყოფილების გამგე (2002-2006).


        ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის  სამეცნიერო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძენებელი და გამგეობის წევრი (2006 წლიდან-დღემდე).


        სამეცნიერო ინტერესების სფერო: საქართველოს გვიანი შუასაუკუნეების სოციალურ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, XYIII საუკუნის საქართველოს საგარეო ორიენტაციის პრობლემა, კაპიტალიზმის გენეზისა და განვითაროების თავისებურებანი საქართველოში, საქართვესლოს ახალი და უახლესი  ისტორია, საქართველოს XIX საუკუნის ეკონომიკური პრობლემები და სხვ.


        პუბლიკაციები: სულ გამოქვეყნებული აქვს 60-მდე მონოგრაფია, წიგნი, ბროშურა, სამეცნიერო სტატია. მათ შორის :


1.Страницы истории Грузии (соавтор), Тб., 1965 (на русс. яз.). თანაავტორი
2. თბილისის სამრეწველო განვითარება XIX საუკუნის რეფორმამდელ ხანაში, თბ., 1968.
3. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება XIX ს. პირველ მესამედში, თბ., ,,მეცნიერება”, 1980.
4.საქართველოს გაერთიანების პრობლემა და საგარეო ორიენტაცია XVIII საუკუნეში. თბ., 1988.
5.Торговля в Грузии. Тб., 1990. (на русск. яз.).
6.საქართველო 1921-1991 წლებში, თბ. ,,მემატიანე”, 2001.
7. რუსული კოლონიალიზმის ისტორიის ნარკვევები, წიგნი I. (თანაავტორები: ა. ბენდიანიშვილი, ა. დაუშვილი და სხვ.), თბ., 2008. ,,უნივერსალი”.
8. რუსული კოლონიალიზმის ისტორიის ნარკვევები წიგნი II. (თანაავტორები: ა. ბენდიანიშვილია, ა. დაუშვილი და სხვ.), თბ., 2008. ,,უნივერსალი”.
9. რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, (თანაავტორები: ა. ბენდიანიშვილია,  ა. დაუშვილი და სხვ.), თბ., 2008. ,,უნივერსალი”.

2011-2021 © analebi.ge . ყველა უფლება დაცულია.