|
|
ალექსანდრე გიორგის ძე დაუშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი (1997-1998), ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (1998-2006).
საქართველოს საპატრიოაქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (2001- დღემდე).
ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძენებელი და გამგეობის წევრი ( 2006 წლიდან-დღემდე).
საისტორიო ალმანახი ,,კლიოს” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (1998-2006), ჟურნალ ,,ანალების” პასუხისმგებელი რედაქტორი, ჟურნალ ,,ლოგოსის” რედკოლეგიის წევრი.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: საქართველოს უახლესი ისტორიის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტუროლოგიის პრობლემები,
საეროვნებათაშორისო ურთიერთობანი, 1937 წლის რეპრესიების თავისებურებანი, საქართველოში ტოტალიტარიზმის გენეზისის საკითხები, რუსეთ -საქართველოს ურთიერთობის პრობლემები და სხვ.
პუბლიკაციები: სულ გამოქვეყნებული აქვს 70-მდე მონოგრაფია, წიგნი, ბროშურა და სამეცნიერო სტატია. ამათგან აღსანიშნავია:
1. თბილისი - 1937 (მასობრივი რეპრესიები თბილისის სამრეწველო საწარმოებში), თბ., 1997, ,,კეგელი”.
2. ლენინის უკანასკნელი ინტრიგა. თბ., 1998, ,,მეცნიერება”.
3. საეროვნებათაშორისო ურთიერთობა საქართველოში 1921-1941 წწ. (საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მასალების მიხედვით), თბ., 2000, ,,მემატიანე”.
4.სოსო ჯუგაშვილის ამბავი, წიგნი I (სოსელო), თბ., 2000. ,,მემატიანე”.
5. .სოსო ჯუგაშვილის ამბავი, წიგნი II (კობა), თბ., 2004. ,,მემატიანე”.
6. .სოსო ჯუგაშვილის ამბავი, წიგნი III (,,ქართული საქმე”), თბ., 2007. ,,მემატიანე”.
7. რუსული კოლონიალიზმის ისტორიის ნარკვევები, წიგნი I და წიგნი II. (თანაავტორები: ა. ბენდიანიშვილი, მ. სამსონაძე და სხვ.), თბ., 2008. ,,უნივერსალი”.
8.რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, (თანაავტორები: ა. ბენდიანიშვილი, მ. სამსონაძე და სხვ.), თბ., 2008. ,,უნივერსალი”.
9.საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების პირველი ეტაპი (1921-1923) (თანაავტორები: მ. ნათმელაძე, მ. ჯაფარიძე, კ. წენგუაშვილი), თბ., 2008. ,,უნივერსალი”.
10. საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებისა და განმტკიცების თავისებურებანი XX საუკუნის 20-იან წლებში. (თანაავტორები: მ. ნათმელაძე, მ. ჯაფარიძე, კ. წენგუაშვილი), თბ., 2008. ,,უნივერსალი”.
|
|